Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ექთანს


სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, COVID-19 არ დაუდასტურდა. მან „ლუგარის ლაბორატორიიდან“ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო. მედდა COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 14 აპრილს, ღამით მოათავსეს საავადმყოფოში.

ამავე საავადმყოფოში მკურნალობს ინფიცირებული ქალი გალიდან. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მას 15 აპრილს განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში იყო გაგზავნილი, რაზეც ჯერ კიდევ არის სუსტად გამოხატული დადებითი პასუხი, ამიტომ მას სამ დღეში ტესტირება მესამედ ჩაუტარდება.

50 წლის ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს მოათავსეს. მას კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 13 აპრილს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG