Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ანგარიში: 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დააზიანა


საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა. ამ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ უწყებამ "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის" ქვეთავში დაწერა.

"აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის "მიღებულ ნორმად" დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის", - ვკითხულობთ ანგარიშში.

2019 წლის 20 ივნისის მოქალაქეებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა და პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტეს. დღის ბოლოს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ღამით კი ხელისუფლებამ აქცია მონაწილეების მხრიდან ძალადობის მოტივით დაშალა დაიწყო. აქციის დაშლის დროს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა.

XS
SM
MD
LG