Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსისგან საუნივერსიტეტო კლინიკის 3 პაციენტი, მათ შორის ორსული გამოჯანმრთელდა


თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტებიდან სამი განიკურნა. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ერთი მათგანი ორსულია. სამივეს კლინიკიდან გაწერენ.

ლევან რატიანის ცნობით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა მათ კლინიკაში მოთავსებულ 7 ახალშობილს და 5 ორსულს.

16 აპრილის შუადღის მონაცემებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 78 პაციენტს მკურნალობენ. მათგან 47-ს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს.

16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG