Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი: სახელმწიფომ მრევლის გამო გააკეთა დაშვება


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ სამ პირზე მეტის შეზღუდვაზე აკრძალვა მათ მრევლზე არ ვრცელდება. ამის შესახებ მან სამების ტაძრიდან გამოსვლის წინ თქვა.

"გუშინ მე ვფიქრობ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ გააკეთეს მრევლის გამო დაშვება... ვიღაცა იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა.. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი, ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზე არის პასუხისმგებელი", - თქვა მან.

აღდგომის ღამეს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ გეგმავს წირვის დროს მრევლის შეკრებას. დღევანდელი რეგულაციებით, 3 პირზე მეტის შეკრებისთვის მოქალაქე 3000 ლარით ჯარიმდება.

XS
SM
MD
LG