Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 234 მოქალაქე დააჯარიმა


გასული 24 საათის განმავლობაში პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინა. კერძოდ:

  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 92 მოქალაქე
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 125 მოქალაქე
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 13 მოქალაქე
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

მთავრობამ 14 აპრილს მიმართა პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ.

16 აპრილის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებულია 74. გარდაიცვალა - 3.

XS
SM
MD
LG