Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამწვრობის ცენტრი: რამდენიმემ მდუღარე წყალი დალია კორონავირუსის წინააღმდეგ და სერიოზული დამწვრობა მიიღო


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ რამდენიმე მოქალაქე, რომელიც მათ კლინიკაშია, კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალს სვამდა. მაესტროს ეთერში საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ პაციენტებს სერიოზული დამწვრობა აქვთ მიღებული.

მისი თქმით, მდუღარე წყალის დალევით ადამიანს ტუჩები, ენა და საყლაპავი მილი უზიანდება.

"ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ყოველ შემთხვევაში ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", - თქვა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლიც ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, კორონავირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელია სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG