Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: აზერბაიჯანის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას კრიტიკის ჩასახშობად იყენებს


პოლიცია ბაქოში
პოლიცია ბაქოში

უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ადანაშაულებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელიც კორნავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემოღებული საგანგებო მდგომარეობით ბოროტად სარგებლობს და ახშობს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.

HRW-ის 16 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანში სულ მცირე ექვსი ოპოზიციონერი აქტივისტი და ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტი დააპატიმრეს „შეთითხნილი ბრალდებებით“, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა.

30 დღით პატიმრობამისჯილი ჟურნალისტების და აქტივისტების უმრავლესობა ხელისუფლებას აკრიტიკებდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის არასაკმარისი ფინანსური კომპენსირებისთვის.

ეს დაპატიმრება „პირდაპირ ეწერება აზერბაიჯანში აქამდე არსებული პოლიტიკური ანგარიშსწორების სქემაში“, - განაცხადა HRW-ის გიორგი გოგუამ, ასოცირებული დირექტორმა ევროპასა და შუა აზიაში.

„ჰიუმან რაითს უოჩი“ მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამოყენება ლეგიტიმური კრიტიკის ჩახშობის საბაბად.

აზერბაიჯანში დარეგისტრიტებულია კორონავირუსით დაავადების 1283 შემთხვევა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG