Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

167 პირი დააჯარიმეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის სულ 167 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აქედან

  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 74 პირი
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმდა 89 მოქალაქე
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

არსებული ინფორმაციით, 31 მარტიდან 17 აპრილამდე პერიოდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 12 120 000 ლარია. მათგან ფიზიკური პირები ჯამში 11 985 000 ლარით დაჯარიმდნენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

მთავრობამ 14 აპრილს მიმართა პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ.

17 აპრილის 12:00 საათიდან საქართველოში კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად დამატებით ახალი აკრძალვები და წესები ამოქმედდა.

17 აპრილის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 370-ია. გამოჯანმრთელდა 79, გარდაცვლილია 3 ინფიცირებული.

XS
SM
MD
LG