Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ნაღმოსანი ხომალდები ბალტიისა და შავ ზღვებში ნატოს მოკავშირეებთან ერთად საზღვაო წვრთნებს ატარებენ


USS „პორტერი“ ბათუმში, 2019 წელი
USS „პორტერი“ ბათუმში, 2019 წელი

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ნატოს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ სამხედრო მანევრებს, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ფარგლებში.

ნატოს საიტის თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ და USS „პორტერი“ ნატოს მოკავშირე ქვეყნების გემებთან რამდენიმე ერთობლივ საზღვაო მანევრში მონაწილეობენ რეგიონული სტაბილურობის საზღვაო ოპერაციების ფარგლებში.

„დონალდ კუკი“ ბალტიის ზღვაში შევიდა 11 აპრილს მას შემდეგ, რაც წყალქვეშა გემების წინააღმდეგ ბრძოლის უნარების სრულყოფის მიზნით ატლანტის ოკეანეში დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით გამართულ მანევრებში მიიღო მონაწილეობა.

ნაღმოსანი USS „პორტერი“ საერთაშორისო ყურეების გავლით 13 აპრილიდან იმყოფება შავ ზღვაში ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად. ნატოს ოფისის თანახმად, USS „პორტერმა“ სამანევრო ოპერაციები უკვე გამართა რუმინულ ფრეგატ „რეგინა მარიასთან“ ერთად.

ეს უკანასკნელი, ნატოს სხვა ქვეყნების რამდენიმე ხომალდთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ფოთში გამართულ ერთობლივ საზღვაო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას.

ნატოს თანახმად, ამერიკული ნაღმოსნები, რომლებიც ესპანეთში, როტაში არიან ბაზირებული, ასრულებენ ისეთ მისიებს, როგორიცაა ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ორმხრივი და მრავალმხრივი სწავლებების ჩატარება, ნატოს მუდმივი საზღვაო დაჯგუფების ფარგლებში პატრულირებისა და ანტისარაკეტო თავადაცვის ელემენტების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG