Accessibility links

ქარელის რაიონში უკანონო ბორდერიზაციას პოლონეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა


„არ არსებობს ალტერნატივა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ახალი უკანონო მოწყობილობების აღმართვას რუსეთის მიერ მართული სამხედროების მიერ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ალტერნატივა არ არსებობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყება ამ განცხადებით გამოეხმაურა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს, რომლის თაობაზე ინფორმაცია 17 აპრილს გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG