Accessibility links

იერუსალიმში ქრისტეს საფლავის ცარიელ ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა


18 აპრილს იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო, მართლმადიდებელთა მთავარ დღესასწაულში მხოლოდ მცირეოდენი სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია შეასრულა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილიუს მესამემ, რომელსაც თან ახლდნენ პირბადეებიანი სასულიერო პირები.

ცერემონიის დასრულების შემდეგ წმინდა ცეცხლს სპეციალური რეისებით დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ჩაიტანენ იმ ქვეყნებში, სადაც დღეს აღდგომის დღესასწაული აღნიშნება.

უმრავლეს ქვეყნებში სააღდგომო ღვთისმსახურება კარანტინის პირობებში, მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. გამონაკლისს წარმოადგენს ბულგარეთი, საქართველო და ასევე უკრაინა, სადაც ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთურმა, მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ წირვაზე ეკლესიები ღია იქნება მორწმუნეებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG