Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 20 აპრილს სირიაში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება


ჯავად ზარიფი და ბაშარ ალ-ასადი 2018 წელს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი სირიაში გაემგზავრება, სადაც 20 აპრილს ქვყენის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, ზარიფი დამასკში თავის კოლეგა, ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდება.

დამასკში შეხვედრების ძირითადი საკითხები იქნება ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და სირიის ბრძოლა „ტერორიზმის“ წინააღმდეგ.

ჯავად ზარიფსა და ასადს შორის ბოლო შეხვედრა დამასკში ერთი წლის წინ გაიმართა.

ირანი, რუსეთთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც დაიწყო 2011 წლის მარტში, მთავრობის სისხლიანი ზეწოლით დემონსტრანტებზე.

ამ ხნის განმავლობაში სირიის სამოქალაქო ომში სულ მცირე 400 ათასი კაცი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG