საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ იტყობინება საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში.
ამავე ინფორმაციით, ეპიდემის განმავლოვაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 პაცინეტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში საქართველოში ამჟამად იმყოფება 5094 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.