Accessibility links

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული


პოლიციამ ვარკეთილში 19 აპრილს ღამით მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ვ.-მ თავისსავე უბანში მცხოვრებ ა.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობებისგან ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-მ პირი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG