Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა


ბარსელონა
ბარსელონა

ესპანეთის ხელისუფლებამ ორშაბათს დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მომენტისთვის აღრიცხულია 200 210 შემთხვევა. მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 852-ს მიაღწია, რაც გუშინდელზე 399-ით მეტია. ესპანეთში, ისევე, როგორც კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ რიგ ევროპულ ქვეყნებში, უკანასკნელ დღეებში იკლო ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების ზრდის ტემპმა და გარდაცვლილთა რაოდენობამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG