Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა


ე.წ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მეთოდის შესახებ ილაპარაკა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნლი ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„მაგას ჩვენ ვეძახით პოპულაციურ იმუნიტეტს, კიდევ იყო კოლექტიური იმუნიტეტი, მე ნამდვილად მირჩევნია კოლექტივში, ან პოპულაციაში ვიცხოვრო, ვიდრე ჯოგში. ჯერ კიდევ არავინ არ იცის, ეს ვირუსი დატოვებს თუ არა პოპულაციურ იმუნიტეტს, ამ გზით წავიდა შვედეთი, ბრიტანეთმა დააპირა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა, ბევრი კამათია ამაზე ქართულ საექსპერტო წრეებშიც, რომ ხომ არ უნდა აგვერჩია შვედეთის მაგალითი. შვედეთს თავის მეზობლებს თუ შევადარებთ, ნორვეგიას ან ფინეთს, 3-4-ჯერ მეტი ადამიანი დაეღუპა შვედეთს, კი, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ ჩვენს მოსახლეობაზე, მივუშვათ ვირუსი და მერე...“ - აღნიშნავს ის.

პაატა იმნაძემ საკუთარი განცხადებაც გაიხსენა: „აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე. შვედებმა ეს გააკეთეს, ამიტომ ჰყავთ 5-ჯერ მეტი დაღუპული, ვიდრე მეზობლებს. ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა გველოდა”.

16 აპრილს პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. „აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში", - თქვა იმნაძემ.

XS
SM
MD
LG