Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოეხსნათ


მიტანის სერვისების - როგორიცაა Glovo, Wolt, Menu.ge - კურიერებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოეხსნათ.

"გუშინ საღამოს შეგვატყობინეს, რომ ჩერდებოდა, თუმცა დღეს ეკონომიკის მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ვოლტის" გენერალური მენეჯერი ნატალი ხიზანიშვილი.

მიტანის სერვისის სამმა კომპანიამ 22 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობის ახალი დადგენილებით, მათ კურიერებს მანქანით გადაადგილება შეეზღუდათ. კომპანიები ჩიოდნენ, რომ რამდენიმე დიდ ქალაქში საერთოდ ვეღარ შეძლებდნენ მომსახურების მიწოდებას ადამიანებისთვის, შემცირდებოდა დაფარვის არეალი და გაიზრდებოდა მიწოდების დრო.

საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 17 აპრილს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალა. მოგვიანებით, შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.

XS
SM
MD
LG