Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია


აჭარის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ერთი მოქალაქე სარფის საბაჟოდან „ცხელების ცენტრში“ იყო გადაყვანილი, მეორე კი კარანტინის ზონაში იმყოფებოდა.

ნინო ნიჟარაძემ დღეს, 23 აპრილს მედიას აცნობა, რომ გუშინ რეგიონში ჩატარდა 102 ლაბორატორიული კვლევა და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო დადებითი პასუხი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითიზოლაციის პერიოდი ამოეწურათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მცხოვრებთ, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა, ისინი ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების დაცვას განაგრძობენ. სწორედ ამ სოფელს უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერი, რომელიც ამ დროისთვის 34 დადასტურებულ შემთხვევას მოიცავს. მკაცრი კარანტინია გამოცხადებული კიდევ 3 მეზობელ სოფელში.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის საერთო ჯამში, 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG