Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა


საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 425-დან 431-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 24 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

განიკურნა კიდევ 3 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 111-დან 114-მდე გაიზარდა.

თებერვლის ბოლოდან, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ამ დრომდე COVID-19-ით გარდაიცვალა 5 ადამიანი.

24 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5126 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578.

XS
SM
MD
LG