Accessibility links

ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7138-ია, ინფექციის შედეგად დაიღუპა 210 ადამიანი


ჩეხეთის ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, ამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 24 აპრილისთვის მიაღწია 7138-ს, მათგან, ამჟამად დაავადებულთა რაოდენობა 4776-ია. ამავე ცნობით, დაღუპულების რიცხვი გაიზარდა 210-მდე.

პანდემიის აფეთქების სტაბილიზების ფონზე მთავრობამ გადაწყვიტა, დააჩქაროს გეგმა, რომლის თანახმად, შეარბილებს აკრძალვებს და შეზღუდვებს საფეხურებრივად მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

ახალი გეგმით, სავაჭრო ობიექტები, რომელთა ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს აღემატება, 27 აპრილიდან მუშაობას განაახლებენ. მათთან ერთად ამოქმედდება „ფიტნეს ცენტრები“, ბიბლიოთეკები და ზოოლოგიური პარკები, რომლებსაც გარე გამოფენები აქვს. უფრო დიდი სავაჭრო ობიექტები, ასევე სავაჭრო ცენტრები, საპარიკმახეროები და „სილამაზის სალონები“ მუშაობას განაახელებენ 11 მაისის მერე, ხოლო რესტორნები, სასტუმროები, თეატრები და სხვა ობიექტები - 25 მაისს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზრები, სახელოსნოები, ავტოსალონები და ძაღლების მოვლის სალონები გახსნეს 20 აპრილს. ჩეხეთის ტერიტორიაზე ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების წესი და პირბადეების სავალდებულო მოხმარება.

ჩეხეთის მთავრობამ 23 აპრილს გამოაცხადა, რომ აუქმებს აკრძალვას, რომელიც ეხებოდა არააუცილებელ გადაადგილებას და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას გარკვეული შეზღუდვებით. 24 აპრილიდან ჩეხეთში დაშვებულია 10-მდე პირის შეკრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG