Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მეჩეთებში ჯგუფური ლოცვა არც რამადანის დროს იქნება


საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე
საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე

დღეიდან, 24 აპრილიდან მუსლიმებისთვის მარხვის თვე - რამადანი დაიწყო. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეები მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე საკვებზე უარს ამბობენ და ყოველ საღამოს, მეჩეთში ლოცვას ჯგუფურად აღავლენენ.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჯგუფური ლოცვა არც რამადანის განმავლობაში ჩატარდება. საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მეჩეთებში ლოცვა ჯერ კიდევ 19 მარტს შეაჩერა.

საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე მორწმუნეებს მიმართავს, დროებით სახლში ილოცონ. „მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ჯერ კიდევ არის ეპიდემიის სფართხე. თუ მომავალში მდგომარეობა შეიცვლება და ჯანდაცვის ორგანიზაციები რეკომენდაციას მოგვცემენ, ჩვენც ვურჩევთ მრევლს, რომ ლოცვა მეჩეთებში გავაგრძელოთ. იმედს გამოვთქვამთ და ვლოცულობთ იმისთვის, რომ 25 მაისს, რამაზან ბაირამის ლოცვა ჩვეულებრივად შევძლოთ მეჩეთებში. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს იხსნება და ეპიდემიოლოგებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს მუფთმა.

ადამ შანთაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა მეჩეთი ღიაა, არცერთი მათგანი არ დაკეტილა და მხოლოდ ჯგუფური ლოცვები შეჩერდა.

XS
SM
MD
LG