Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გაამარტივა პასპორტების აღების პროცედურა ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებისათვის


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, რომელიც ძალაში სამი თვის შემდეგ შევა, ამიერიდან უცხოეთის მოქალაქეებს არ მოუწევთ თავიანთ მოქალაქეობაზე უარის თქმა რუსეთის პასპორტის მიღების დროს.

რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა იმ ხალხისათვის, ვისაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჰქონდათ და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრობდნენ.

ბელარუსის, მოლოდვის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს, რომლებსაც უკევ აქვთ მიღებული ბინადრობის უფლება, შეუძლიათ მოქალაქეობაზე დოკუმენტების შეტანა ქვეყანაში ცხოვრების დადგენილი ვადის მოთხოვნების შესრულების გარეშეც.

მიგრაციის ახალი პოლიტიკით რუსეთის ხელისუფლებას სურს ქვეყანაში მოიზიდოს 5-დან 10 მილიონამდე ადამიანი, რათა თავიდან აიცილოს მოსახლეობის შემცირება. კანონპროექტის ავტორებს ასევე სურთ, რომ რუსეთის პასპორტების აღება შეძლონ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ემიგრანტებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG