Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 აპრილს ჩერნობილის კატასტროფის 34-ე წლისთავი აღინიშნება


გაერომ განაცხადა, რომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავაც სახეზეა უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის სტაბილური და სერიოზული გრძელვადიანი შედეგები.

26 აპრილს ჩერნობილის კატასტროფის 34-ე წლისთავი აღინიშნება. ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სიცოცხლეს რისკავდნენ რადიაციის შესაკავებლად 1986 წლის 26 აპრილს სადგურში მომხდარი აფეთქებისას და მის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ამ დღეებში ათასზე მეტი მეხანძრე ცდილობს ხანძრების ჩაქრობას ჩერნობილის გარშემო მდებარე ტყეებში, რომლებიც უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში გრძელდება.

შიშობენ, რომ ხანძრებმა ჰაერში რადიაქტიური ნაწილაკების გაფრქვევა შეიძლება გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG