Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს, 29 აპრილს კლინიკას ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 9 პაციენტი დატოვებს. მისი განმარტებით, ამ პაციენტების პირველადი შედეგები უარყოფითი იყო და დღის განმავლობაში განმეორებითი ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

ლევან რატიანის თანახმად, ამ დროისათვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს და უარყოფითი კლინიკა არცერთს არ აღენიშნება:

„დადებითი დინამიკაა იმ სიტუაციით, რომ უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი. აქედან გვყავს 6 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა, ეს იმით გამოვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის და იმედია, რომ ეს მალე განხორციელდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების უმრავლესობაში ინფექციის კლინიკური გამოვლინება ლიკვიდირებულია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკას დაემატა კოვიდ-19-ის ერთი ახალი საეჭვო შემთხვევა. ექიმის თქმით, იგი უცხოეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ტესტირების პასუხს ელოდებიან.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 511-დან 517-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში, დადასტურებული 517 შემთხვევიდან 168 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG