Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს


კორონავირუსი ბრუკლინში
კორონავირუსი ბრუკლინში

აშშ-მა დაადასტურა ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანის დაინფიცირება, ხოლო კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა სულ მცირე 58 ათასი ადამიანი, რაც აღემატება ვიეტნამის საომარ კამპანიაში დაღუპულ ამერიკელთა რაოდენობას.

28 აპრილის სტატისტიკით აშშ-ში დარეგისტრირდა კიდევ 2207 გარდაცვლილი. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის ვირუსით გარდაიცვალა 58348 ადამიანი, მაშინ როცა ვიეტნამის 10-წლიანი ომის დროს დაღუპულ ამერიკელ მოქალაქეთა რაოდენობა 58220-ია.

აშშ-ის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონია ინტენსიური ტესტირება. 29 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ უფრო მეტი დაავადებულის გამოვლინება გამოიწვია ტესტირებამ, რომელიც "აშშ-ში ბევრად უკეთესია, ვიდრე რომელიმე ქვეყანაში".

აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ფონზე, დაიწყეს მკაცრი კარანტინის ზომებისა და შეზღუდვების შერბილება, რაც კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად იქნა შემოღებული.

მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ, რომ შეზღუდვების ნაჩქარევად მოხსნის შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას ეპიდემის მეორე ტალღის საფრთხე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში დღეისათვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3,1 მილიონს აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობამ 217 ათასს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG