Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Tbilisi Open Air 2020 ივნისში აღარ ჩატარდება


Tbilisi Open Air 2020 ივნისში აღარ ჩატარდება. ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

პოსტში აღნიშნულია, რომ ფესტივალის ჩატარების ახალი თარიღის შესახებ ცნობილი 25 ივნისამდე გახდება.

"ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", - ვკითხულობთ პოსტში.

ბილეთების გაყიდვა ახალი თარიღის ჩანიშვნამდე შეჩერებულია, თუმცა მათ ვინც უკვე იყიდეს და მხოლოდ თარიღებს შეცვლიან, 10-წლიან საშვს საჩუქრად გადასცემენ.

ფესტივალი Lisi Wonderland-ში 26-28 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის გამო ამ თარიღის გადაწევაც გახდა საჭირო.

XS
SM
MD
LG