Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დაზარალებული იტალია აპირებს შეარბილოს ორთვიანი კარანტინი


ჯუზეპე კონტე
ჯუზეპე კონტე

იტალიის ხელისუფლება ემზადება კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შესარბილებლად. ამის შესახებ 1 მაისს განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, რომელმაც ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისათვის, რაც პანდემიასთან ბრძოლამ გამოიწვია.

კონტეს თქმით, 4 მაისისათვის სამუშაოს დაუბრუნდება 4 მილიონი ადამიანი „კორონავირუსის შემაკავებელი ზომების პირველი დადებითი შედეგების“ გამო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიაში სტაბილურად მცირდება კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დავადების 2 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2349 კი განიკურნა.

დაღუპულ პაციენტთა რაოდენობა იყო 269, წინა დღით ცოტათი უფრო მეტი - 285 კაცი.

მთლიანობაში კორონავირუსის აფეთქების შედეგად იტალიაში 28236 ადამიანი გარდაიცვალა.

კორნავირუსის ეპიდემიის გავლენა მძიმედ აისახება იტალიის ეკონომიკაზე. მოელიან, რომ ამ წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 8%-ით შემცირდება.

XS
SM
MD
LG