Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

News-Front-ის არაავთენტურ ანგარიშებს ცესკოსა და საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ იყენებდნენ - ISFED


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ ფეისბუკზე News-Front-ის არაავთენტურ ანგარიშებს იყენებდნენ. ორგანიზაციამ მსგავსი რამდენიმე ანგარიში აღმოაჩინა.

სამართლიანი არჩევნები განმარტავს, რომ არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესისა და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და საზოგადოებას აღქმას უტოვებდნენ, რომ ფართო სეგმენტს წარმოადგენდნენ.

"ნიუს-ფრონტთან დაკავშირებულ არაავთენტურ, კოორდინირებულ ქსელს წარსულში ფეისბუკზე მანიპულაციური საინფორმაციო ოპერაციების ისტორია აქვს. ქსელის კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა ვლინდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფ ცრუ მედიის გვერდზე. ამ გვერდების მეშვეობით, ერთი მხრივ, საინფორმაციო შეტევა მიმდინარეობდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობდნენ. ეს საინფორმაციო ოპერაცია ძირითადად პროსახელისუფლებო ექსპერტების - გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების გამოყენებით ხორციელდებოდა", - აღნიშნულია ISFED-ის კვლევაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ყველა ეს არაავთენტური ანგარიშები ფეისბუქზე იდენტურად იქცეოდნენ, რაც მათ საჯარო პოსტებში, კომენტარებში, ენობრივ მსგავსებასა და მოწონებული გვერდებიდან ჩანდა.

მიზანი: ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს, შეთქმულების თეორიები რომ დაიჯეროს

რამდენიმე დღის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც News-Front ფეისბუკის ქართულ სივრცეში კოორდინირებულად ოპერირებდა. სამართლიანი არჩევნები წერდა სქემაზე, რომელიც ხალხის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG