Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა ნიუ-იორკ ტაიმსი, პუტინის რეჟიმის მამხილებელი სტატიებისთვის


შეეერთებულ შტატებში 4 მაისს გამოცხადდა 2020 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატები, 15 მათგანი ჟურნალისტიკის კატეგორიაში და შვიდი მათგანი წიგნების, პიესების და მუსიკის სფეროებში.

ჟურნალისტიკაში პრემიები გაიცემა სასწრაფო ახალი ამბების, გამოძიებითი, განმარტებითი, ადგილობრივი, ეროვნული, საერთაშორისო ჟურნალისტიკის, ასევე ვრცელი ანალიტიკური სტატიების, კომენტარის, კრიტიკის, ფოტოგრაფიის და სხვა კატეგორიებში.

საერთაშორისო ჟურნალისტიკის კატეგორიაში პულიცერის პრემია წელს ნიუ-იორკ ტაიმსს ერგო, "მომნუსხველი ამბების სერიისთვის, რომლებიც დიდი საფრთხის ქვეშ იყო შექმნილი და ნათელს ჰფენდა ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლურ ხასიათს" - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში პრემია ერგო კოლსონ უაიტჰედის წიგნს The Nickel Boys, რომელიც ჯიმ კროუს პერიოდის სკოლაში რასისტულ სისასტიკეს და "ადამიანის გამძლეობას, ღირსებას და გადარჩენას" ასახავს.

პოეზიის კატეგორიაში პრემია ერგო იერიჰო ბრაუნის კრებულს The Tradition, ხოლო ბიოგრაფიის კატეგორიაში ბენჯამინ მოსერის წიგნს სიუზან ზონტაგის შესახებ, სათაურით Sontag: Her Life and Work.

XS
SM
MD
LG