Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეკლესიის კლასტერი დღეის მდგომარეობით არ გამოვლენილა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკლესიის კლასტერის გამოვლენის შემთხვევები, მოლოდინის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის, თუმცა ამის საფრთხე ჯერ მაინც რჩება.

„კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრის და მათ საჭიროებების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართა. ეკლესიამ უარი არც ზიარების საერთო კოვზის გამოყენებაზე თქვა.

5 მაისის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 240 ინფიცირებული, გარდაცვლილია 9.

XS
SM
MD
LG