Accessibility links

ვიქტორ ორბანი მის პოლიტიკურ ოპონენტებს „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებაში ადანაშაულებს


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მემარჯვენე ყაიდის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მისი პოლიტიკური ოპონენტები და ზოგიერთი მოკავშირე ქვეყანა დაადანაშაულა „ფეიკ ნიუსის გავრცელებაში“ კორონავირუსის წინააღმდეგ უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც, ოპონენენტთა აზრით, არადემოკრატიულია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უფლებას აძლევს საკუთარი დეკრეტით მართოს ქვეყანა განუსაზღვრელი ვადით.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით უნგგრეთის წინააღმდე მიმართული უპრეცედენტო შეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიისა“, - ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გაუგზავნა ევროპარლამენტის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, მემარჯვენე-ცენტრისტულ „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP).

ორბანი თავის წერილში ამტკიცებს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია მუშაობა და „მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების გაუქმების თუ, თავის კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი სხვა დეკრეტი დასამტკიცებლად პარლამენტს ეგზავნება“.

ევროკავშირსა და აშშ-ი დიდი კრიტიკა მოჰყვა უნგრეთში COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებული ახალი კანონის მიღებას, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს საგანგებო ვითარების პირობებში. უნგრეთის პარლამენტს, სადაც ორბანის „ფიდესისპარტია“ აბსოლოუტური უმრავლესობა ფლობს, არ გასჭირვებია 30 მარს სადაოდქცეული კანონის მიღება.

უნგრეთის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს აშშ-ის კონგრესის ორმა წამყვანმა წევრმა ნიუიორკელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა, და რესპუბლიკელმა სენატორმა აიდაჰოდან, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა. მათ განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ ნატოში აშშ-ის მოკავშირე და ევროკავშირის წევრი განახორციელებს იმას, რასაც ენგელმა „ხელისუფლების აშკარა უზურპაცია“ უწოდა.

ევროკავშირის მემარჯვენე-ცენტრისტული ყაიდის ლიდერებმა ღია წერილით მიმართეს EPP-ის ლიდერ დონალდ ტუსკს და პარტია „ფიდესის“ევროპის სახალხო პარტიიდან გარიცხვისკენ მოუწოდეს.

31 მარტის განცხადებაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დემოკრატიის რაიმე სახით შეზღუდვას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა განცხადებაში არ ახსენებს კონკრეტულად რომელიმე ქვეყანას და დღემდე არც ვიქტორ ორბანის მისმართით გამოუთქვამს პირდაპირი კრიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG