Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: გვახარებს COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის კლება


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა ტესტირების მასშტაბი გაიზარდა, შემცირებულია დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

„ბოლო პერიოდში არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ინფიცირებულთა გამოვლენა, რაც ყველას, მათ შორის მე და ამ კლინიკის მედპერსონალს გვახარებს“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

ლევან რატიანის თანახმად, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 61 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

საქართველოში 604-დან 610-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. ბოლო 24 საათში 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 240-დან 269-მდე მოიმატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

XS
SM
MD
LG