Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეებს სესხებთან დაკავშირებით უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება შეუძლიათ


საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ იმ პირებს, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა და სესხთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ორი თვის განმავლობაში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ამ ინიციატივას ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებს.

„მსოფლიო პანდემიის ახალი COVID-19-ის აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ბევრი ჩვენი მოქალაქე დარჩა უმუშევარი, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი, რის გამოც ვეღარ ახერხებს მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. შემოსავლების დაკარგვის გამო კი ასევე დადგა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე და ვეღარ ახერხებს ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა:

  • შემოსავლის/სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც გააჩნიათ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ.

რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი:

  • სამართლებრივი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს პრემიერის თქმით, წინასწარი გათვლებით, კორონავირუსის გამო საქართველოში სამსახურს 350 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG