Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების სამსახური: ზვავში მოყოლილის ძებნას ზვავის განმეორების საშიშროება აფერხებს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.

სამაშველო სამსახურის თანახმად, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ტერიტორიის მონიტორინგი ზვავის ჩამოწოლის ადგილზე კი დრონის საშუალებით ხდება.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი 5 მაისს, საღამოს ჩამოწვა და მოიყოლა ორი ადამიანი, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

ერთი მალევე ამოიყვანეს და თავის და ქვედა კიდურის ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG