Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ ქალს


განმუხურის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ შუახნის ქალს COVID-19 დაუდასტურდა, - ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ცენტრის ცნობით, პაციენტი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა საქართველოში და საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაიყვანეს განმუხურის საკარანტინო სივრცეში. აქვე განმარტავენ, რომ მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოიკვლიეს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ქალი გადაყვანილია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

მისი თქმით, ინფიცირებული არ არის ზუგდიდის მცხოვრები. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

აქამდე ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი იყო, ორივე მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 610 ადამიანი. ბოლო 24 საათში 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 240-დან 269-მდე მოიმატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

XS
SM
MD
LG