Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ამსტერდამიდან სამშობლოში საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება


დღეს, 7 მაისს ჩარტერული რეისით ამსტერდამიდან სამშობლოში საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. COVID-19-ის გავრცელებისას დაწესებული შეზღუდვების ფონზე ეს ნიდერლანდებიდან განხორციელებული რიგით მესამე ჩარტერული რეისი იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თანახმად, რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრებიც, რომელთა შორის 66 სტუდენტია. მისივე თქმით, მგზავრთა შორის იქნებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები. კერძოდ, ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალები და სხვა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, 9 მაისს ბერლინი-თბილისის რეისი შესრულდება, ხოლო 15 მაისს ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით ტრანზიტული მგზავრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდებიან. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 9,800-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

XS
SM
MD
LG