Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან - მარნეული


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის შემდეგ, 14 მაისს მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისიდან ასევე სრულად გაიხსნება მარნეულში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მარნეულისთვის დამატებითი დრო ტესტირების პროცესის გამო გახდა საჭირო:

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის სხდომაზე ამ წუთებში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და ტურიზმის პოსტკრიზისულ გეგმას წარადგენს.

XS
SM
MD
LG