Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ადანაშაულებს ლიბიაში სამხედრო კონფლიქტის გაღვივებაში


ლიბიის მეამბოხეთა არმიის განადგურებული ტანკი ტრიპოლის მახლობლად
ლიბიის მეამბოხეთა არმიის განადგურებული ტანკი ტრიპოლის მახლობლად

აშშ-მა დაადანაშაულა რუსეთი, რომელმაც სირიიდან დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა სამოქალაქო ომში ჩაფლულ ლიბიაში, მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ხალიფა ჰაფთარის მხარეზე საბრძოლველად. ამბოხებულ გენერალ ხალიფა ჰაფთარის არმია ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მისადგომებთან იმყოფება და განზრახული აქვს ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობა.

აშშ-ის განცხადების ფონია გაეროს ექსპერტების ანგარიში, რომლის თანახამად რუსეთის უსაფრთხოების კერძო ფირმის, „ვაგნერის" დაქირავებული მეომრები გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვიან დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად. გაეროს ჯგუფმა, რომელიც ლიბიის სანქციებს უწევს მეთვალყურეობას, თავის ანგარიშში განაცხადა, რომ ჯგუფს 800-დან 1000-მდე მებრძოლი ჰყავს ლიბიაში.


ჰაფთარისათვის რუსეთის დახმარებამ „გამოიწვია კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია და გააღრმავა ჰუმანიტარული კრიზისი ლიბიაში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კრის რობინსონმა, რომელიც რუსეთის საქმეებს უძღვება.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს. მას უპირისპირდება ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით.

გენერალ ჰაფთარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG