Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, მთაწმინდის ფერდის "გამოცოცხლებაში" ფონდი ქართუ ჩაერთვება


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფონდ ქართუსთან შეთანხმებით დედაქალაქში, მთაწმინდის ფერდზე მცენარეების აღდგენა-რეაბილიტაციას დაიწყებენ. მერმა ბრიფინგზე თქვა, რომ ამ პროექტში 16 მლნ ლარი დაიხარჯება.

"ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით", - თქვა მან და მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს.

კალაძის თქმით, მათი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის "ოთხ სეზონად" გადაქცევა და ამით ამ ადგილის "გამოცოცხლებაა".

XS
SM
MD
LG