Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ელჩი, რომელმაც ანგელა მერკელი ჰიტლერს შეადარა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

თანამდებობიდან გადადგა მალტის ელჩი ფინეთში მაიკლ ტაბონა, რომელმაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი შეადარა გერმანელი ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს.

„75 წლის წინ ჩვენ ჰიტლერი შევაჩერეთ. ვინ გააჩერებს ანგელა მერკელს? მან ჰიტლერის ოცნება აასრულა. გააკონტროლოს ევროპა“, - ამ შინაარსის პოსტი ელჩმა ფეისბუკზე 9 მაისს გამოაქვეყნა. მოგვიანებით ტაბონამ პოსტი წაშალა, თუმცა, მისი ასლი არაერთმა ჟურნალისტმა შეინახა და გაავრცელა.

გამოცემა Times of Malta წერს, რომ მალტა გერმანიას ბოდიშს ოფიციალურად მოუხდის. საგარეო საქმეთა მინისტრ, ევარისტ ბარტოლოს განცხადებით, როგორც კი ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ აცნობეს, ელჩს მაშინვე მისი წაშლა მოსთხოვა.

ელჩმა ტაბონამ მინისტრს მიმართა გადადგომის განცხადებით, რომელიც მაშინვე დაკმაყოფილდა. მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანიის კანცლერის შესახებ გამოქვეყნებული კომენტარი არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. მინისტრმა ბარტოლომ დიპლომატებს შეახსენა სოციალური ქსელების კორექტულად და პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG