Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 23-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ ინფიცირებულია რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კიდევ ერთი კურსანტი, რომელიც ცხინვალში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 11 მაისის დილის მდგომარეობით, დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევა. მათგან 15 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია, 1 რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურე.

ანა გაგლოევას ინფორმციით, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება რუსეთიდან დაბრუნებული 193 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG