Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანულმა რაკეტამ შეცდომით დახოცა 19 სამხედრო მეზღვაური


ხომალდი "კონარაკი"
ხომალდი "კონარაკი"

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ომანის ზღვაში მიმდინარე სამხედრო მანევრების დროს, ირანულმა რაკეტამ შეცდომად დახოცა ერთ-ერთი ირანული სამხედრო გემის 19 მეზღვაური, 15 კი დაჭრა.

ირანული რაკეტის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა დამხმარე სამხედრო ხომალდი „კონარაკი“, რომელიც ირანულ საპორტო ქალაქ ჯასკში 10 მაისს შევიდა. თავდაპირველად თავისიანების დახოცვის შესახებ ირანულმა სახელმწიფო მედიამ დამალა ინფორმაცია და მხოლოდ ერთი მეზღვაურის დაღუპვას იუწყებოდა. ინფორმაციის კორექტირების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს.

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებამდე „სპეკულაციები“ უნდა გამოირიცხოს.

ამ შემთხვევამდე, იანვარში, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რაკეტამ ჩამოაგდო უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი. ირანის მტკიცებით, უკრაინული თვითმფრინავი, ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა იმ დროს, როდესაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ირანის საჰაერო ძალების რაკეტები ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს ბომბავდნენ IRGC-ის სარდლის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ამერიკული დრონის იერიშით განადგურების პასუხად.

22 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ „გაანადგურონ ნებისმიერი ირანული გემი, თუ ისინი შეეცდებიან ჩვენი გემების დადევნებას“.

XS
SM
MD
LG