Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა


ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ახალი კორონავირუსის პირველი კერა, ასევე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ძილინში, აღირიცხა ინფიცირების ახალი შემთხვევები. როგორც BBC იტყობინება, ორშაბათს უჰანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევა, ხოლო კვირას, 10 მაისს, პირველი შემთხვევა დადასტურდა 3 აპრილის შემდეგ.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინფექციის მცირე კერა ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთმა მკაცრი საკარანტინო ზომები შეამსუბუქა ეპიდემიის შესუსტების და ინფექციის გავრცელების შეწყვეტის გამო. უჰანში აპრილის დასაწყისში გააუქმეს კარანტინი.

ჩინეთის სამედიცინო ორგანოების ექსპერტები ადრე აცხადებდნენ, რომ კარანტინის შესუსტებისა და ხალხის ნორმალური გადაადგილების განახლების შედეგად სავსებით შესაძლებელია ინფიცირების სტატისტიკის ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG