Accessibility links

ჩუგოშვილი: შეთანხმების ჩანაწერში პრეზიდენტის ხსენება შეწყალების გამოყენებას გულისხმობდა


საქართველოს პარლამენტის წევრისა და უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უცხოელი დიპლომატების ჩართულობით შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი პატიმრების შეწყალებას გულისხმობდა. ამის შესახებ ის ფორმულას ესაუბრა.

"უმრავლესობამ, თითქმის ყველამ, 20-მდე ადამიანი იყო იქ და ორის გარდა, როგორც ჩანს, ყველამ ერთნაირად გაიგო შეთანხმების შინაარსი... [შეთანხმების ჩანაწერში] პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა იმას, რომ შეწყალება იქნებოდა გამოყენებული", - თქვა მან.

მანვე განმარტა, რომ შეთანხმების მიხედვით, იმ საქმეებზე, რამაც წარსულში კითხვები გააჩინა, უნდა ყოფილიყო ნაბიჯები გადადგმული.

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოში პარტიებს შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება კვლავ აქტუალური საკითხი გახდა. გუშინ, 11 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ საკითხზე პირველმა გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის არმონაწილეობით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებელობა მათ დაეკისრებათ. ოპოზიცია კი კვლავ ითხოვს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა სწორედ ეს საკითხი იყო. საპირისპიროს ამბობს მმართველი პარტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG