Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ოპერაცია გაუკეთეს


სომხეთის მეორე პრეზიდენტ, რობერტ ქოჩარიანს, რომელიც სამედიცინო ცენტრ „იზმირლიანში“ სტაციონარულ მკურანლობას გადიოდა, 12 მაისს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური სომხეთის ექსპრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება.

65 წლის რობერტ ქოჩარიანი, საპატიმრო დაწესებულებიდან საავადმყოფოში 8 მარტს მოათავსეს არტერიული წნევის მერყეობის დიაგნოზით.

გავრცელებული ცნობით, ოპერაცია გეგმიური იყო, ხოლო ქოჩარიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ოპერაციის ფონია 13 მაისისათვის დაგეგმილი სასამართლო პროცესი, რომელზეც სასამართლომ უნდა გამოაცხადოს ვერდიქტი ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, რაზეც სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს სომხეთის სამმა ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა.

რობერტ ქოჩარიანი, რომელიც 1998-2008 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი, ბრალდებულია კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება 2008 წელს არმიისათვის გაცემულ ბრძანებას, მიემართა ზომებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით გამოწვეული აქციების დასაშლელად.

2018 წელს ქოჩარიანი ორჯერ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ შემდეგ მალევე ორივეჯერ კვლავ დააბრუნეს საპატიმროში.

გასული წლის ოქტომბერში ქოჩარიანს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია კეთილთვისებიან სიმსივნეზე, რომლის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ოჯახის წევრებს არ დაუზუსტებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG