Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერომ პაუელი: აშშ-ს შეიძლება დაემუქროს ეკონომიკის სუსტი ზრდისა და შემოსავლების სტაგნაციის „ხანგრძლივი პერიოდი“


ჯერომ პაუელი
ჯერომ პაუელი

აშშ-ის ცენტრალური ბანკის - ფედერალური სარეზერვო სისტემის - თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება დაემუქროს ეკონომიკის სუსტი ზრდისა და შემოსავლების სტაგნაციის „ხანგრძლივი პერიოდი“ და პირობა დადო, რომ მისი სტრუქტურა მეტ ძალას გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში. ამასთან ის მეტი ფისკალური ხარჯების მოწოდებით გამოვიდა.

პაუელის თქმით, პანდემიით შექმნილ პრობლემებზე აშშ-ის რეაქცია „სწრაფი და დამაჯერებელი იყო.“

„მაგრამ აღდგენით პროცესს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რათა ტემპი შეინარჩუნოს“, დასძინა მან.

პაუელმა პირდაპირ მოუწოდა კონგრესს, მის მიერ პანდემიის პერიოდში ეკონომიკის დასახმარებლად გამოყოფილ თითქმის 3 ტრილიონ დოლარს კიდევ დაამატოს თანხა.

ორშაბათს აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ილაპარაკა რისკზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში ვითარების გაუარესება გამოიწვიოს, თუკი ძალზე უსისტემოდ გაიხსნება ეკონომიკა და ვითარება დასრულდება არა მხოლოდ ინფექციის რაოდენობის ზრდით, არამედ აკრძალვების ახალი ტალღითაც.

XS
SM
MD
LG