Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით საქართველოში მე-12 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცავლა, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

კორონავირუსით საქართველოში ინფიცრირებული 652 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 383. გარდაიცვალა 12.

პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა.

მეთერთმეტე პაციენტი - 81 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 11 მაისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG