Accessibility links

მოქალაქემ პარლამენტს გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად მიმართა


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს. საკითხის განსახილველად პარლამენტს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მას მიაჩნია, რომ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე გორი ქალაქის სტატუსს იმსახურებს.

"მე ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და რატომ უნდა იყოს ის თემის სტატუსით. პირველი თეატრი გორში გაიხსნა, იდგმებოდა სპექტაკლები. კულტურის უდიდესი ცენტრი იყო, ვაჟა-ფშაველამაც აქ მიიღო განათლება... რატომ უნდა იყოს სოფელთან გაიგივებული, ეს არის ჩემთვის დამცირება... ეს არის პრინციპული საკითხი... ჩემს მშობლიურ ქალაქს არ დავაჩაგრინებ არავის", - უთხრა ვანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვანიშვილის წინადადებას გაიზიარებს საქართველოს 6 თვითმმართველი ქალაქი ექნება. ამ დრომდე ეს სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს აქვს.

გორს 2017 წელს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანამდე თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჰქონდა. მაშინ ხელისუფლებამ 12-დან 5-მდე შეამცირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG