საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
16 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:
- 1 აშშ დოლარი - 3.2005 ლარი (15 მაისი - 3.2033);
- 1 ევრო - 3.4594 ლარი (15 მაისი - 3.4586);
- 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9040 ლარი (15 მაისი - 3.9138);
- 100 რუსული რუბლი - 4.3481 ლარი (15 მაისი - 4.3340);
- 1 თურქული ლირა - 0.4627 ლარი (15 მაისი - 0.4600);
- 10 უკრაინული გრივნა - 1.2014 ლარი (15 მაისი - 1.2009).
15 მაისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1990 ლარი.
31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 22 მაისამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
დაწერეთ კომენტარი