Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჭრის ცისარტყელას? - გაგოშამ ახალი სტენსილი დახატა


ქუჩის არტისტმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) ლისის ტბის მიდამოებში 17 მაისთან დაკავშირებით ახალი სტენსილი გააკეთა:

ცისარტყელა, რომელსაც ოჯახი ხერხით ჭრის.

"რაც დავხატე, არის რეალურად ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ხელოვნურად გამოვიგონეთ ოჯახის სიწმინდის დღე ჰომოფობიის გასამართლებლად. ის რაც ხდება, მართლა ჰგავს ცისარტყელას მოჭრის მცდელობას, ეს მეტაფორაც კი არ არის. აჯობებს, ადამიანებს მივცეთ თავისუფლება იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ. სიძულვილი არასდროს არ არის გამოსავალი. ბევრი ადამიანი, რომლებმაც ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა, იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი, იქნება ეს მეცნიერება, ტექნოლოგია თუ ხელოვნება. განვითარების საფეხური, რომელზეც ჩვენ ახლა ვდგავართ, გარკვეულწილად, არის მათი მონაპოვარი. ისტორია კი გვაჩვენებს, სანაცვლოდ როგორ ექცეოდა მთავრობა და საზოგადოება ლგბტ თემის წარმომადგენლებს. ამიტომ სჯობს, ადამიანებზე მათი დამსახურებით ვიმსჯელოთ და არა მათი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით", - გვითხრა გიორგი გაგოშიძემ.

ნამუშევრის ფოტო გაგოშამ საკუთარ ფეისბუკზე დადო წარწერით - ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ.

17 მაისს მსოფლიო ჰომობოფიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

საქართველოში ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG